სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ, სტალინის გამოსახულებია ხატთან დაკავშირებით გამოწვეულ ვნებათაღელვას, კონკრეტული შეფასება-მინიშნებით ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი:
“მე მაინც იმ უბადრუკ პოლიტიკურ სპექტრზე ვიცინი სიმწრით, სამებაში სტალინის კულტის გამოჭიმვაზე რომ გაისუსნენ და ნატა ფერაძის გამოხტომაზე რომ მაკიაველებად გადაიქცნენ, გასწორდნენ წელში და დაიწყეს გალობა.
ნასკებში ჩატანებულ სპორტულებიან წვეტიან ფეხსაცმელებად გხედავთ.
თქვენს იმედად თქვენი შვილებიც არ უნდა იყვნენ, არათუ ამომრჩეველი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.