კვირა, ივლისი 27, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე - ისე არ მოხდეს, რომ მაცხოვრის,...

პაატა მანჯგალაძე – ისე არ მოხდეს, რომ მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმ.გიორგის ადგილი სტალინის “წმინდა იოსების” მსგავსმა ცრუ ხატებმა დაიკავოს

“ქართული ოცნების” მიერ რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფისთვის კანონპროექტის ინიცირება არის ფარისევლობა, მაშინ როდესაც ზუსტი განმარტება არ არსებობს რა ითვლება რელიგიურ ნივთად“, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის მხრიდან ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მინიშნებების გაკეთებას.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ოცნების“ ინიციატივა ფარისევლობაა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვას არ ემსახურება:

კარგია ყველა ის ინიციატივა, რომელიც რეალურად ემსახურება ჩვენი სიწმინდეების, ქრისტიანული ფასეულობების დაცვას, მაგრამ “ქართული ოცნების” მიერ რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფისთვის კანონპროექტის ინიცირება არის ფარისევლობა, მაშინ როდესაც ზუსტი განმარტება არ არსებობს რა ითვლება რელიგიურ ნივთად.

ისე არ მოხდეს, რომ მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის ადგილი სტალინის “წმინდა იოსების” მსგავსმა ცრუ ხატებმა დაიკავოს და მერე ამაზე როცა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი ოჯახის წევრის შვილი ან შვილიშვილი პროტესტს გამოთქვამს, ბაბუის ან მამის დახვრეტის შემდეგ შვილი ან შვილიშვილიც დააკავონ. ეს კი იქნება ნამდვილი ბოლშევიზმი – ტოტალიტარიზმის სრული რესტავრაცია საქართველოში“, – განაცხადა  პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში...

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "⛪ ბოლო...

“ხელისუფლება ფუნქციონირებს პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმში” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს: "არ დაგვავიწყდეს,...

“ჯერ პატიმრებს დაასვეს დამღა – ციხეში ვინც იჯდა გაუპატიურებულიაო, ახლა ევროპაში მყოფ კაცებს აყენებენ...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის არასასიამოვნო მინიშნებები: "ჯერ პატიმრებს...

“მდუმარე ადამიანიც ხვდება დღეს, რომ რეჟიმი სწრაფად უნდა შეიცვალოს” – სერგო ჩიხლაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...