შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეონა ჭალიძე: "უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტერიუმები...

თეონა ჭალიძე: “უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტერიუმები ბუნდოვანია”

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ირაკლი ღარიბიშავილის მიერ დაანონსებულ სოციალურ პროგრამას ეხმიანება, რომელიც 1000 მრავალშვილიანი ოჯახისთვის ორი წლის განმავლობაში საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობს და ამისთვის 50 მილიონი ლარია გამოყოფილი:

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უსახლკაროთა ერთიანი ბაზა და შესაბამისად ნებისმიერი პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელდება, იქნება ფრაგმენტული და არა სისტემური, რაც მის ეფექტიანობაზე აისახება.

მხოლოდ მრავალშვილიანებზე აქცენტი არ არის სწორი, რადგან შესაძლოა მარტოხელა დედა ორი შვილით უფრო მძიმე მდგომარეობაში იყოს, ვიდრე მრავალშვილიანი რომელიმე სხვა ოჯახი. შესაბამისად უსამართლო იქნება ის, რომ ვისაც უფრო მეტად სჭირდება ის შეიძლება დარჩეს ამ სიის მიღმა.

ვის შეეხება პროგრამა – კრიტერიუმები ბუნდოვანია რადგან, თუ ისინი ხელმძღვანელობენ სოციალური მომსახურების ბაზით, სოციალურად დაუცველის სტატუსით და შესაბამისი ქულებით ეს არაა საკმარისი იმიტომ, რომ ამ პროგრამის მიღმა დარჩენილია ბევრი ძალიან მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი მხოლოდ იმიტომ არ აქვს, რომ ერთი კონკრეტული საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია, შესაბამისად, მისი შეფასება ვერ ხდება და ამის გამო ყველანაირი დახმარების სერვისის გარეშეა დარჩენილი.

ობიექტურად არის რისკები, რომ ყოველივე ეს წინასაარჩევნო მიზნებისთვის ხომ არ იქნება გამოყენებული, რადგანაც კრიტერიუმების ბუნდოვანების გამო შესაძლოა ნეპოტიზმით იქნეს შერჩეული ოჯახები ან პარტიული ნიშნით, რაც ძალიან დიდი პრობლემაა და ბიუჯეტიდან როცა იხარჯება თანხა, რა თქმა უნდა, მეტი გამჭვირვალობა და სიცხადეა საჭირო”, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რაც არ უნდა დაერქვას ამ აგენტის მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტს – ის არის დანაშაულის...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში...

“არ გიმართლებს ბაობაბებში, გაგიმართლებს კენგურუებში…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე...

“ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების...

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ექიმ...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...