spot_img
მთავარიარჩევნებიინფორმაცია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების...

ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ

საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიების რეგისტრაციის პროცედურები ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

გაცნობებთ, რომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიები:

1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
2. „ლელო საქართველოსთვის“;
3. „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩი“;
4. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“;
5. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“;
6. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
7. „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“;
8. „კანონი და სამართალი“;
9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
10. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“;
11. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“;
12. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“;
13. „პროგრესი და სამართალი“.

აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობას და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. აღნიშნულმა პარტიებმა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს და განცხადების წარდგენისთანავე მას გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.

ასევე, შეგახსენებთ, რომ განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოვა დრო, უკეთ გაიგებთ ამ თერაპიული მიდგომის სასწაულებრივი პოტენციალის შესახებ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერების...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...