ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პრეზიდენტის ისევ პირდაპირი წესით არჩევის მოთხოვნა-ინიციატივას (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული შეთავაზებით ეხმაურება:
“ჩემი აზრით, სრული სიგიჟეა უუფლებო პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.
საარჩევნო კამპანია კანდიდატებმა რაზე უნდა აწარმოონ? რას უნდა დაპირდნენ ამომრჩეველს? უნდა უთხრან: უკაცრავად, გამარჯვების შემთხვევაში არაფრის უფლება არ მექნება, ამიტომ ვერაფერს დაგპირდებით და ლამაზი თვალების გამო ამირჩიეთო?🙂
თუ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ითხოვ, მაშინ იქვე უნდა მოაყოლო მისი უფლებების გაზრდის და ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაქცევის მოთხოვნა“, – წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე.