ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

გაზაფხულის პირველი მახარობელი – ნიბლია ანუ სკვინჩა (fringilla)

კრწანისის ტყეპარკში 88 სახეობის ფრინველი წელიწადის სხვადასხვა დროს გვხვდება. ტყეპარკი შესანიშნავი ადგილია ფრინველებზე დასაკვირებლად.

სკვინჩა მთიულასებრთა ოჯახის, ნიბლიისებრთა გვარის ფრინველია. საქართველოს ზოგ კუთხეში წიფლის ჩიტსაც ეძახიან.

ტანად პატარა (სხეულის სიგრძე 17 სანტიმეტრს აღწევს), მგალობელი ფრინველია.

გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრინველია.

ბინადრობს ყველა ტიპის ტყესა და ანთროპოგენურ ლანდშაფტში, უმთავრესად კი — მთის ტყეებში. ზამთრობით დაბლობებში უფრო მეტია.

აპრილში დებს 3-6 კვერცხს, კრუხობს მხოლოდ დედალი. ინკუბაცია გრძელდება 2 კვირამდე, ზოგჯერ მეორედ ბუდობს ივნისში.

იკვებება მცენარეების მწვანე ნაწილებით, თესლებით, ნაყოფით და სხვა ნაწილებით, ზაფხულში — მწერებით, ობობებით და სხვა უხერხემლოებით. საქართველოში ბინადრობს ორი ქვესახეობა — კავკასიური ნიბლია (Fringilla coelebs caucasica)

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული