პარასკევი, მაისი 17, 2024

სოფო ჯაფარიძე: “საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია”

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი ოფისის ხელმძღვანელი სოფო ჯაფარიძე საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს ქართულ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მედგიდის გუნდი ხალხის დასახმარებლად ბრუნდება:

,,დღეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია. ქვეყნის ათასობით მოქალაქეს აქვს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა. მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ართულებს ის, რომ ადამიანები თავად, საკუთარი ძალებით ცდილობენ არსებულ გამოწვევასთან გამკლავებას.

ჯანდაცვის სისტემა ისევ გაუმართავია და სრულიად მოუმზადებელი შეხვედრა მორიგ გამოწვევას.

სამწუხაროდ, ნამდვილად არ მეგონა, რომ პანდემიის შემდგომ კიდევ გახდებოდა მედგიდის დაბრუნების საჭიროება, მაგრამ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მედგიდის გუნდი კვალიფიციური ექიმების გუნდთან ერთად ბრუნდება, რათა ისევ დადგეს თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ისევ ვიზრუნოთ თქვენ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

გპირდებით, რომ ქვეყანას ძალიან მალე ექნება ევროპული ჯანდაცვის სისტემა, სადაც მედგიდის დაბრუნების საჭიროება აღარასოდეს იქნება. მედგიდი დარჩება ლეგენდად, თუ როგორ შეიძლებოდა 17-კაციან გუნდს შეესრულებინა ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია და გადაერჩინა ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის: მედგიდის გუნდი პანდემიის პერიოდში სოფო ჯაფარიძისა და მისი მეგობრის, ნუცა ზურაბიანის ინიციატივით შეიქმნა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული