სამშაბათი, ივლისი 8, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოასაქართველოს ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარედ ComCom წარადგენს

საქართველოს ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარედ ComCom წარადგენს

საქართველო ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის 2024 წლის თავმჯდომარე გახდა და ამავე წელს, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ობსერვატორიის საჯარო მედია კონფერენციას უმასპინძლებს. საქართველოს ობსერვატორიის აღმასრულებელ საბჭოში ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე წარადგენს: „ჩვენთვის დიდი პატივია ობსერვატორიის თავმჯდომარეობა, რომელიც ჩვენი პორტუგალიელი კოლეგებისგან გადმოგვეცა. მზად ვართ, 2024 წლის განმავლობაში, ღირებული წვლილი შევიტანოთ ობსერვატორიის მუშაობაში და ველით პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას“, – განაცხადა ივანე მახარაძემ.

საქართველოს მიერ თავმჯდომარის პოზიციის დაკავებაზე ობსერვატორიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუზანა ნიკოლტჩევმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსთან, როგორც „დინამიურ და ენერგიულ“ თავმჯდომარე ქვეყანასთან მუშაობას. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აუდიოვიზუალური ინდუსტრიის უკეთ გაცნობა და საჯაროდ წარმოჩენა განსაკუთრებით საინტერესო გამოცდილება იქნება. საქართველოს თავმჯდომარეობას ასევე მხარს უჭერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორია არის ორგანიზაცია, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ევროპაში ფილმის, მაუწყებლობის და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სფეროში არსებული ფაქტებისა და მონაცემების ანალიზს ახორციელებს. ამჟამად ორგანიზაციას 41 წევრი ჰყავს. საქართველო ობსერვატორიის წევრი 2016 წელს გახდა და ორგანიზაციაში ქვეყანას კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ყოველი წლის ივნისის თვეში, ობსერვატორიის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მართავს საჯარო მედია კონფერენციას სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. საქართველო, ComCom-ის ორგანიზებით, აღნიშნულ კონფერენციას 12 ივნისს თბილისში უმასპინძლებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...