ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილს აქვს განსაკუთრებული მაკონსოლიდირებელი როლი როგორც ,,ქართული...

“ბიძინა ივანიშვილს აქვს განსაკუთრებული მაკონსოლიდირებელი როლი როგორც ,,ქართული ოცნების” გუნდისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და ამჟამად საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში:

,,ბიძინა ივანიშვილს აქვს განსაკუთრებული მაკონსოლიდირებელი როლი როგორც ,,ქართული ოცნების” გუნდისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, ეს იქნება განსაკუთრებული როლი მისი პოლიტიკაში.

ჩვენ 2024 წელი რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყანაში დანიშნული არჩევნებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ იქნება ძალიან ტურბულენტური, საფრთხეებით და რისკებით სავსე. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოება იყოს სრულად კონსოლიდირებული.

ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ქვეყნის შიგნით ჩვენ გამოგვიჩნდა ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ცდილობდა, რომ ციხე შიგნიდან გაეტეხა. ყველანაირად რღვევა გამოიწვია სახელმწიფოსი. ძირს უთხრიან სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საქართველოს რეპუტაციას. ჩემი აზრით, ეს გაძლიერდება.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის როლი, როგორც მაკონსოლიდირებელი ფიგურა საზოგადოებისთვის, ვინაიდან საზოგადოება უნდა შეიკრას ერთ მუშტად. ეს წელი ჩვენ უნდა გავიაროთ მშვიდად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ენჯეო კლასტერის ერთერთი დიდი მინუსი არის სტრატეგიული ხედვის...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის მძიმე შეფასებები ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის...

“გაიხსენოს რომ ბიძინას შნირი იყო და პუტინი მტრად არ მიაჩნდა, დედამიწა – ქალამნად” –...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

“ისევ აღშფოთებულია, მართმადიანი სალომე ზურაბიშვილი” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...