შაბათი, აპრილი 20, 2024

2020 წლის იანვრიდან პროფესიული განათლების ყველა მასწავლებელს საათობრივი ანაზღაურება ეზრდება

განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა მთავრობის სხდომაზე.

როგორც განიმარტა, ყოველთვიური ანაზღაურება დამოკიდებულია საათობრივ დატვირთვაზე – სრული დატვირთვის შემთხვევაში აქამდე ხელფასი შეადგენდა 1300 ლარს, ცვლილების შედეგად სრული დატვირთვის დროს ხელფასი დაახლოებით 1800 ლარამდე გაიზრდება.

საათობრივი ანაზღაურების ზრდა შეეხება 2500-ზე მეტ მასწავლებელს, რომლებიც დასაქმებულები არიან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებაში ან იმ კერძო სასწავლებელში, სადაც ირიცხებიან პროფესიული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებით.

პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

პროფესიული განათლების ხელშეწყობა პრიორიტეტულია 2020 წლის ბიუჯეტში.

პროფესიული განათლების განვითარებისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 2020 წელს 2013 წელთან შედარებით 57 მლნ ლარით გაიზარდა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული