საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ მმართველი პარტიის მიერ შეცვლილ პოზიციაზე – აღარ შექმნას პარლამენტში სამუშაო ჯგუფები:
,,ერთხელ უკვე მოხდა მათი ლუსტრაცია, როცა სამუშაო ჯგუფი შექმნეს – არანაირი შედეგი სამუშაო ჯგუფში არ დადებულა. მით უმეტეს, არც ერთი ინიციატივა, რომელიც ჰქონდა იქ მყოფ ოპოზიციას ან არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ განუხილავთ. ეს ყველამ იცის!
ახლა, ხელახლა იგივეს გამეორება, ალბათ, რავიცი… უკვე ნაცადი ხერხია. ახლა ცდილობენ, რომ დრო გაწელონ საკომიტეტო განხილვების დროს. კომიტეტზე უკეთესია მათი წარმოდგენით, იქ კონკრეტული ვადები არ იქნება განსაზღვრული – რა სამუშაო ჯგუფია, როდის იკრიბება და რას აკეთებს. ეს ურჩევნიათ, დროის გასაწელად ეს ფორმატი, ალბათ, უკეთესია მათთვის. ჩვენ ყურადღების მოდუნებას არ ვაპირებთ!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე