ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმის მიერ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთზე გადაცემის საკითხს, რაც საქართველოს ტერიტორიის ანექსიას ნიშნავს, მწვავე და ამავდროულად პრინციპული განცხადებით ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა:
“ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.