ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში თეა სიჭინავას ,,შაბათის ქრონიკაში“ ისაუბრა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პოლიტიკური გეგმებისა თუ აქტივობების შესახებ და ყალბი განცხადებების გაკეთებაში სდებს მას ბრალს:
,,მთელი თავისი კამპანია, კულისებში რომ აქვს გაშლილი, აქვს იმაზე აგებული, რომ ,,ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვარო“. დღეს მაგისი მითი დასამარდა, მისი რეიტინგი დამთავრდა, რაც მოტყუებული ადამიანების ხარჯზე ჰქონდა დარჩენილი, რაღაც 1-2%, ბიძინა ივანიშვილის ერთი სიტყვით ისიც გაუქრა.
ერთ-ერთ სასწავლებელში იყო მისული, მაგალითად, თუ არ ვცდები – 2 თვის წინ, ბევრი სტუდენტი ესწრებოდა და ამბობდა, რომ ,,მე კოალიცია შეიძლება შევუკრა მხოლოდ ,,ქართული ოცნებას“, კოალიციით უნდა შევბოჭოო“. ამ დროს კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში, სადაც შეეძლო მისი გასული დეპუტატების რაოდენობის საშუალებით, ყველგან ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შეუკრა.
უტიფრობის ხარისხი წარმოიდგინეთ, როცა ამბობს – ,,ეს ნაცები“ და ერთმანეთს ლანძღავენ. რანაირად, დალაგებულები არიან. ერთმანეთს ლანძღავენ და საკრებულოებში კოალიცია აქვთ.
გიორგი გახარიას ერთადერთი დავალება და შანსი არის, რომ ,,ქართულ ოცნებას“ 1 ან 2% საიდანღაც ჩამოაწიწკნოს.
თავის თანაგუნდელებს ატყუებდა, რომ ,,ჩვენ ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვართო და ეს იმათმაც არ იციანო. მარტო მე და იმან, ბიძინა ივანიშვილმა ვიცითო“. ამაზე აქვს მთელი თავისი კამპანია აგებული და რა გამოწვევაა მიღებული? – დამთავრებულია გახარიას ამბავი…“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე