spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონებიჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებას არ...

ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას არანაირი რისკები – ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოფიციალური თბილისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

“ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ, რომ ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანი და მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას არანაირი რისკები.

ამ ეტაპზე და, ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველა მოვლენა წარმოადგენს ჩვენი ინტერესის სფეროს.

კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და ის, რომ მათი უსაფრთხოება იყოს დაცული. ამიტომ, იმედს გამოვთქვამ, რომ ნებისმიერი განვითარება იქნება მხოლოდ მშვიდობიანი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ინფორმაციისთვის: 

სოხუმში 9 იანვარს, ოპოზიციური პარტიების – “ამცახარა”-სა და “ერთიანი აფხაზეთის” მიერ რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია, საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმით და შენობის დაკავებით დასრულდა. თუმცა პროცესი ამით არ დასრულებულა და მომიტინგეები ე.წ. პარლამენტისგან ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ.

როგორც ცნობილია. ა.წ. 8 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს სადავოდ მიიჩნევდა ოპოზიცია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ რაულ ხაჯიმბა და ალხას კვიცინია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოკლედ, სადღაც სექტემბრისთვის, “საბოტაჟნიკების” ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12😁” – ნიკა გვარამია

ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე" სასამართლო პროცესების განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

“პირადი ხასიათის კონფლიქტები შეგნებულად თუ შეუგნებლად არის დიქტატორის დაკვეთის შესრულება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

პარლამენტმა “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...