ხუთშაბათი, მაისი 16, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში საახალწლო დღეებში

29 დეკემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 30 დეკემბრიდან საახალწლო დღეების განმავლობაში.

დეკემბრის შუა რიცხვებიდან ლარის კურსის არასტაბილურობის პერიოდი გამოიკვეთა, გაუფასურების დინამიკით, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც გამოიკვეთა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

26 დეკემბერი – 2.6905;
27 დეკემბერი – 2.6908;
28 დეკემბერი – 2.6920;
29 დეკემბერი – 2.6930.

რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უმნიშვნელოდ, მაგრამ გამყარდა 0.0036 ლარით და 1 აშშ დოლარი 30 დეკემბრიდან საახალწლო დღეების განმავლობაში ეღირება 2.6894 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

26 დეკემბერი – 2.9636;
27 დეკემბერი – 2.9645;
28 დეკემბერი – 2.9763;
29 დეკემბერი – 2.9960.

ევროსთან მიმართებაშიც, რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უკვე საგრძნობლად გამყარდა 0.0207 ლარით და 30 დეკემბრიდან საახალწლო დღეების განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9753 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად პრაქტიკულად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი გამყარდა პრაქტიკულად ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4228 ლარი (გამყარდა 0.0232 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0910 ლარი (გამყარდა 0.0004 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.7072 (გამყარდა 0.0003 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5806 ლარი (გამყარდა 0.0021 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.6528 ლარი (გამყარდა 0.0048 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2085 ლარი (გამყარდა 0.0082 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7819 ლარი (გამყარდა 0.00099 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2321 ლარი (გამყარდა 0.0057 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.4418 ლარი (გამყარდა 0.0098 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8982 ლარი (გამყარდა 0.0154 ლარით).

რუსულ რუბლთან მიმართებაში სიტუაცია პირიქითაა და დეკემბრის შუა პერიოდიდან გაუფასურებას მოჰყვა გამყარება, თუმცა ბოლო კვირაში ლარი დინამიკაში საგრძნობლად გაუფასურდა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

26 დეკემბერი – 2.9143;
27 დეკემბერი – 2.9146;
28 დეკემბერი – 2.9275;
29 დეკემბერი – 2.9759.

ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, 0.0157 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 30 დეკემბრიდან საახალწლო დღეების განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9916 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული