პარასკევი, მაისი 3, 2024

ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი პლასტმასის ქარხანასა და ავტომობილების მეორადი ნაწილების საწყობს გაუჩნდა.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. ამ ეტაპისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც ცნობილია, ხანძარი დაახლოებით 4.000 მ² გავრცელდა. აღნიშნულ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, ზარალის ზუსტი ოდენობა, ამ ეტაპისთვის, არ არის დათვლილი.

,,20-მდე სახანძრო ჯგუფი იყო ადგილზე მობილიზებული. დროულად მოხდა ხანძრის კერაზე ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია. ხანძარი გავრცელებული იყო პლასტმასისა და ასევე, ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობზე.

ამ საწყობის ფართობი დაახლოებით 4000 კვადრატამდე იქნება.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს, არავის მოუმართავს“, – განაცხადა სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული