spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინიკა გვარამია: "ნაციონალურ მოძრაობაში" მე არ მივდივარ

ნიკა გვარამია: “ნაციონალურ მოძრაობაში” მე არ მივდივარ

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ,,მთავარი არხის ” გადაცემაში ,,ღამის მთავარი” ინტერვიუს დროს საუბრობს მის პოლიტიკურ გეგმებსა და ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობის საკითხებზე:

[წამყვანის შეკითხვა]: მიხეილ სააკაშვილთან თუ გქონდათ კომუნიკაცია და ახლა რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?

,,ცხადია, კომუნიკაცია მქონდა. ჩვენ არ ვსაუბრობდით იმაზე, მე უნდა მივიდე თუ არ უნდა მივიდე ,,ნაციონალურ მოძრაობაში”. არა, თავისთავად ცხადია. ამისთვის მე სააკაშვილთან ციხეში არ შევდიოდი, ნამდვილად. აბსოლუტურად სხვა თემები მქონდა სასაუბრო. ,,ნაციონალურ მოძრაობაში” მე არ მივდივარ. ,,ნაციონალური მოძრაობა” ჩემთან მოდის/არმოდის-თქო რომ ვთქვა, სასაცილო იქნება.

თანამშრომლობა ამის შემდეგ როგორ იქნება და ა.შ. ამაზე ვილაპარაკოთ მერე, როცა ეს საკითხი რელევანტური იქნება.

ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვთვლით საჭიროდ. ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთმანეთის ხარჯზე ეს არ უნდა ხდებოდეს. მე არ ვაპირებ ამის კეთებას არავის ხარჯზე. დარწმუნებული ვარ, რომ არც ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად იქნებიან და მე ვიქნები მათთან ერთად. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი ძალ-ღონით, უნარებით, კომპეტენციით და გამბედაობით. ეს არის ის, რითიც იწყება სიახლეები.

სიახლეები არ იწყება ძველის ექსპლუატაციით. სიახლეს ვერ დაამყნობ ძველზე. მე რომ მომწონდეს ძველი, ვიქნებოდი იქ, სადაც არის ძველი. მე მინდა ახალი. ძველზე დამყნობილი ახალი არ არის. აქედან არაფერი არ გამოვა…“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...

“0%-იანი განვადება – მითი თუ რეალობა?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი” – ელენე...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...