ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ბოროტი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშენებლობას,...

“ბოროტი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშენებლობას, პროექტები განხორციელდება მომავალშიც” – კახა კალაძე ლაგუნას მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობაზე

ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სისულელეები, ასე რომ ვთქვათ. არანაირი ლოგიკა, არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს მსგავსი პროექტები“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს ლაგუნას მიმდებარედ დაგეგმილ ცათამბჯენებზე და პროექტთან რუსი ბიზნესმენების, ასევე მარიკა ვერულაშვილის კავშირზე.

მისი განცხადებით, პოლიტიკური სპეკულაციები ქალაქის განვითარებას და შესაბამისი პროექტების განხორციელებას ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის:

ამას აქვს თავისი მიზეზი, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები მსგავსი პროექტების განხორციელებას, ზოგადად, ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას.

მინდა გავიხსენო წლები, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა სლოგანი „გაჩერებული თუ შეჩერებული თბილისი“ თუ რაღაც მსგავსი. დღეს, როდესაც თბილისში არის მშენებლობის ბუმი და ხდება ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება, გიჟდებიან, არ იციან, რა ქნათ, რადგან ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს მშენებლობას, საქმდება უამრავი ადამიანი, ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს სხვადასხვა მიმართულებით. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

ასეთი ბოროტი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშენებლობას, პროექტები განხორციელდება მომავალშიც. უბრალოდ, სასაცილოა, რომ მარიკა ვერულაშვილს აკავშირებენ ჩვენთან ისინი, ვისი პარტიის წევრიც იყო წლების განმავლობაში და მათ პოლიტიკას ატარებდა,“- განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...