ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: გვჯერა უკეთესი თბილისის იდეის - მადლობა...

კახა კალაძე: გვჯერა უკეთესი თბილისის იდეის – მადლობა ყველა ჩემს თანამშრომელს ამ წლის შედეგებისთვის

ყველა წარმატებული პროექტის, წამოწყებული საქმის, ქალაქისთვის სასიკეთო იდეების უკან დგანან ადამიანები – საზოგადოებისთვის ნაცნობი თუ უცნობი სახელები და გვარები, კონკრეტული ფუნქციებით, როლებითა და პასუხისმგებლობებით“, – თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა მათგანს საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ მათი შრომის შედეგი სახეზეა.

ამ ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი – მათი კეთილსინდისიერების, უდიდესი შრომის, ქალაქისადმი დიდი სიყვარულის შედეგია ყველა წარმატებული პროექტი, რეაბილიტირებული ქუჩა, განახლებული შენობა და მოწყობილი სკვერი. ამ შრომის შედეგი შესაძლოა, არ იყოს 100 პროცენტით დამაკმაყოფილებელი თქვენთვის, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს ადამიანები საქმეში სულსა და გულს დებენ. გვჯერა უკეთესი თბილისის იდეის, გვჯერა ხვალინდელი დღის და იმის, რომ ამ ქალაქზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს თანამშრომელს, დაწყებული მეეზოვეებით, დამთავრებული ვიცე-მერით, ამ წლის შედეგებისთვის და ზოგადად, მათი დაუღალავი შრომისთვის თბილისის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა დედაქალაქის საკრებულოს, პარლამენტის უმრავლესობისა და მედიის წარმომადგენლებს.

მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას, რომელთა მხარდაჭერით, შევძლებთ ქალაქისთვის საჭირო ინიციატივების რეალიზებას. მადლობა მედიის წარმომადგენლებს, ვისაც საზოგადოებამდე მიჰქონდა დედაქალაქის ყველა სიახლე. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტს შევძლებთ მომავალში, რისი საფუძველიც არის თბილისელების ნდობა და მხარდაჭერა. მადლობა ამისთვის თბილისის თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვისაც გულწრფელად უხარია ქალაქის წინსვლა, ჩვენთან ერთად განიცდის გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. თქვენ ხართ სტიმული იმისთვის, რომ 24-საათიან რეჟიმში ვიშრომოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...