კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე: მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექისგან გზების გაწმენდითი...

თორნიკე რიჟვაძე: მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმსა და ქობულეთში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაური მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაწყებულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაო პროცესში ჩართულია გზების დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტების სპეციალური ტექნიკა. ეტაპობრივად ყველა მიმართულებით იწმინდება საავტომობილო გზები.

,,მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმსა და ქობულეთში. მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბები. უამინდობით გამოწვეული სირთულეების ეფექტიანად დაძლევის მიზნით, ყველა სამსახური კოორდინირებულად მოქმედებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის საკოორდინაციო შტაბის თათბირს მუნიციპალიტეტის მერები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და ენერგო-პროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმსა და ქობულეთში. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

“მძიმეა, მაგრამ… როგორც სულმნათი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, “დემოკრატია ლობიოობა არ გეგონოთ!” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩემზე არ იდარდოთ, ბეტონის იატაკზეც გავძლებ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლება" სოციალურ ქსელში ავრცელებს მათი ლიდერის,...