ორშაბათი, ივნისი 30, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიევროკავშირი"ეს არის ის შეუქცევადი პროცესი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს...

“ეს არის ის შეუქცევადი პროცესი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ევროკავშირის წევრობამდე” – მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს სამოქმედო გეგმა კანდიდატის სტატუსიდან სრულფასოვან წევრობამდე:

,,ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსის მოპოვებით, ნამდვილად დაიწყო საქართველოსთვის ახალი ეტაპი ევროკავშირთან ურთიერთობებში. ეს არის ის შეუქცევადი პროცესი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს უკვე წევრობამდე.

ეს რა თქმა უნდა, საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალი ეტაპისგან შემდგარი პროცესია. საჭირო იქნება თავად ევროკავშირის მხრიდანაც მომზადება იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან.

ვიცით, რომ გვაქვს 9 ნაბიჯი, ასე ვთქვათ – განსაზღვრული ევროკომისიის მხრიდან, რომლის შესასრულებლადაც დამტკიცებულია სამოქმედო გეგმა. მოველი რომ მალე იქნება ეს გეგმა საჯარო და შესაძლებლობა გვექნება, ყველამ ვიხილოთ. არა მხოლოდ ვიხილოთ, დავიწყოთ ამ გეგმის მიხედვით მუშაობა უკვე მომავალი წლიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...