ხუთშაბათი, მაისი 16, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 23-25 დეკემბრის პერიოდისთვის

22 დეკემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 23 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში.

დეკემბრის შუა რიცხვებიდან ლარის კურსის არასტაბილურობის პერიოდი გამოიკვეთა, გაუფასურება ნიშნებით, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც აისახა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

19 დეკემბერი – 2.6902;
20 დეკემბერი – 2.6822;
21 დეკემბერი – 2.6854;
22 დეკემბერი – 2.6882.

3-დღიანი გაუფასურების შემდეგ, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე მცირედით, მაგრამ გამყარდა 0.0004 ლარით და 1 აშშ დოლარი 23 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6878 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

19 დეკემბერი – 2.9252;
20 დეკემბერი – 2.9338;
21 დეკემბერი – 2.9413;
22 დეკემბერი – 2.9430.

ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებაში, თან საგრძნობლად – 0.0184 ლარით და 23 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9614 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად პრაქტიკულად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4183 ლარი (გაუფასურდა 0.0231 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0920 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.7161 (გაუფასურდა 0.0014 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5797 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.6344 ლარი (გამყარდა 0.0154 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1480 ლარი (გაუფასურდა 0.0287 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7707 ლარი (გაუფასურდა 0.00107 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2325 ლარი (გაუფასურდა 0.0044 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.4506 ლარი (გაუფასურდა 0.0144 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8915 ლარი (გამყარდა 0.0122 ლარით).

რუსულ რუბლთან მიმართებაში სიტუაცია პირიქითაა და გაუფასურებას მოჰყვა გამყარება. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

19 დეკემბერი – 2.9563;
20 დეკემბერი – 2.9761;
21 დეკემბერი – 2.9673;
22 დეკემბერი – 2.9188.

ბოლო ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა მცირედით, 0.0102 ლარით გაუფასურდა 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 23 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9290 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული