ორშაბათი, ივლისი 7, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა"პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა" -...

“პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა” – “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება:

დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა თხუთმეტი წევრი, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული ოცი წევრისა.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა:

ირაკლი ღარიბაშვილი

კახა კალაძე

შალვა პაპუაშვილი

მამუკა მდინარაძე

დიმიტრი სამხარაძე

თეა წულუკიანი

ვახტანგ გომელაური

თორნიკე რიჟვაძე

გიორგი ვოლსკი

არჩილ თალაკვაძე

ირაკლი ჩიქოვანი

ანრი ოხანაშვილი

ნიკოლოზ სამხარაძე

მაკა ბოჭორიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი.

პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე.

ყრილობის გამართვის დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...