სამშაბათი, აპრილი 16, 2024

ქვეყანაში ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა – გიორგი ვაშაძე

ოპოზიციური პარტიები დღევანდელ შეხვედრაზე საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელებენ. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით ისაუბრებენ და პოზიციებს შეაჯერებენ. ამასთან ისინი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემდგომი გეგმების გასაჟღერებლად ეუთო/ოდირის დასკვნას ელოდებიან. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე აცხადებს, უახლოეს მომავალში ოპოზიცია საბოლოო სამოქმდო გეგმაზე შეჯერდება.

გიორგი ვაშაძის თქმით, ქვეყანაში ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდეს და მათი მთავარი ამოცანაც ესაა:

„ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ვითარებაა, ერთის მხრივ პოლიტიკური, ასევე საშინელი სოციალური და ეკონომიკური კრიზისია. შესაბამისად, საერთო სამოქმედო გეგმაზე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად გვექნება საუბარი. უახლოეს ერთ კვირაში, 10 დღეში უნდა შეჯერდეს საბოლოოდ ჩვენი სამოქმედო გეგმა, ამასთან ჩვენ ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც გადამწყვეტია იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ემსახურებოდეს ხალხს, ეს არის მთავარი ამოცანა,“ – გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული