კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ციტრუსის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს,...

თორნიკე რიჟვაძე – აჭარაში ციტრუსის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს, უკვე ექსპორტირებულია 27 000 ტონა და გადამუშავებულია 4 600 ტონა ციტრუსი

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია. ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ადგილზე გაეცნენ. დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა.

საპროგნოზო მონაცემებით, მიმდინარე წელს 55 ათას ტონა ციტრუსს ელოდებიან. სეზონზე საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო ღებულობს. დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 27 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინი, ხოლო მიღებული და გადამუშავებულია 4600 ტონა არასტანდარტული. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და 1 კგ მანდარინზე 30 თეთრს შეადგენს.

,,აქტიურად მიმდინარეობს ციტრუსის სეზონი. მოქმედებს მიმღებ- დამხარისხებელი პუნქტები, ასევე, გადამამუშავებელი საწარმო. უკვე ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობა. დაახლოებით, 27 ათასი ტონა და ყველა ჩვენი საერთო ძალისხმევით უნდა შევძლოთ, რომ არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე არცერთი კილოგრამი დაკრეფილი მანდარინი.

წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო და პრაქტიკულად გავაორმაგეთ სუბსიდია არასტანდარტულ მანდარინზე. შესაბამისად, თითოეულ ფერმერს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ გაზრდილი სუბსიდიის ფარგლებში“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...