ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გაცხარებით თავისი პიარისთვის ბრძოლაში, სალომეს უკვე მიუღწევია კარგი...

“გაცხარებით თავისი პიარისთვის ბრძოლაში, სალომეს უკვე მიუღწევია კარგი შედეგისთვის” – დოდონა კიზირია

პროფესორი დოდონა კიზირია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობას ეხმაურება:

დიდიხანია არაფერი დამიწერია. ნერვები არ მყოფნის. მთავარის გადაცემას როცა ვუყურებ, სიმწრისგან ლამის გული გამისკდეს. მაგრამ გულიანად ვიცინე – სალომე-კაროჟნამ ბრძანა, მომავალ წელს მთავრობა ახალ პრეზიდენტს დანიშნავს და მე უკანასკნელი პრეზიდენტი ვიქნები, ვინც ხალხმა აირჩიაო. უფასო ხახვი და კარტოფილი რომ დაურიგეს დამშეულ-დაბეჩავებულ ხალხს მოშე ცვანციგ-კლუგჰაფტის რჩევით, ეტყობა, დაავიწყდა.

უნდა ითქვას, რომ გაცხარებით თავისი პიარისთვის ბრძოლაში, სალომეს უკვე მიუღწევია კარგი შედეგისთვის. ყველას დაუბნელა თვალები თავისი „გამბედაობით“. ეხლა უკვე აღარაფერი ენაღვლება. დარწმუნებული ვარ, ამ დედაკაცს ფეხებზე კიდია, მიიღებენ ქვეყანას ნატოში გაწევრიანების კანდიდატად თუ არა. მალე მისი პრეზიდენტობის ვადა დასრულდება და როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში ხალხისთვის თვდადებული მოღვაწის სახელს მოიხვეჭს.

არა და კარგი იქნებოდა ვინმე ოპოზიციონერმა პატივით ხელისჩამორთმევის მაგივრად ჰკითხოს, ღირსია ნატოს წევრი გახდეს ქვეყანა, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს?

მაინტერესებს თუ ახსოვს ან სალომეს, ან მის დღევანდელ თაყვანისმცემლებს მისი შემდეგი გამონათქვამები:

1. მილოცვა ჯაბა იოსელიანს და კიტოვანს “დიქტატორი” გამსახურდიას დამხობისათვის;
2. 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო;
3. ყველაზე პატივსაცემი დიპლომატი (დაახლოებით ასე) ლავროვია (რომელმაც ბრძანა, რომ კავკასიაში ქართველები არ უნდა ცხოვრობდნენ)
4. არა, არასოდეს! (ეს, ალბათ, გეხსომებათ რასთან დაკავშირებით)
კიდევ ბევრი სხვა, მაგრამ ყველას ვერ ჩამოვთვლი.

მე, სამწუხაროდ არ მავიწყდება.

ჰოდა ისა, საინტერესოა, ეხლა რის დარიგებას ურჩევს დამშეულ ხალხს მოშე ცვანციგი ამჯერად არჩევნებში გასამარჯვებლად, ან ახალი პრეზიდენტის დასანიშნად“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დოდონა კიზირია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი” – პაატა მანჯგალაძე

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...