ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ღარიბაშვილი არის ზიზღის, დაპირისპირებისა და ფულის კეთების სიმბოლო...

“ღარიბაშვილი არის ზიზღის, დაპირისპირებისა და ფულის კეთების სიმბოლო – ეს არის მთლიანად “ქართული ოცნების” სახე” – გიორგი ვაშაძე

ღარიბაშვილი არის ზიზღის, დაპირისპირებისა და ფულის კეთების სიმბოლო – ეს არის რეალურად ღარიბაშვილი და მთლიანად „ქართული ოცნების“ სახე, ყველა მისი განცხადება არის სამწუხარო ბელეტრისტიკა“, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ – მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენას.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ღარიბაშვილს დემოგრაფიული, ეკონომიკური და სხვა არაერთი მძიმე მაჩვენებლის გამო ქართველი ხალხისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.

მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი, რათა დაპირისპირება და ზიზღი საქართველოში სამუდამოდ დასრულდეს:

ძალიან სამწუხაროა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ შველის ამ ადამიანებს. მე ვფიქრობდი, რომ ღარიბაშვილი საქართველოს მოწიწებით ბოდიშს მოუხდიდა, რადგან შობადობის კუთხით გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა; ასევე, მე ვფიქრობდი, რომ ბოდიშს მოუხდიდა საქართველოს, რადგან ემიგრაციის კუთხით გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა; ბოდიშს მოუხდიდა ბევრ უმუშევარ ადამიანს, რომ ვერ შეძლო მათი დახმარება და ბოდიშს მოიხდიდა საკუთარი განცხადებების გამო, რაც ევროკავშირთან მიმართებით, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე გააკეთა.

ეს არის პიროვნება, რომელიც იქცა კორუფციის სიმბოლოდ და გვაშორებს ევროკავშირს და არ გვაახლოვებს. დანარჩენი ყველა მისი ნათქვამი არის სამწუხარო ბელეტრისტიკა. მისი თაოსნობით ხელისუფლებაში გვყავს პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოფს, ხლეჩს, აპირისპირებს და არ აერთიანებს.

ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა თუ გვინდა, მაშინ ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები გვჭირდება და არა ძალა, რომელიც უპირისპირდება ხალხს.

ღარიბაშვილი არის ზიზღის, დაპირისპირებისა და ფულის კეთების სიმბოლო – ეს არის რეალურად ღარიბაშვილი და მთლიანად „ქართული ოცნების“ სახე. ამიტომ გვჭირდება არჩევნებში გამარჯვება, რომ სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრი, რომ არ იყოს ამ ქვეყანაში დაპირისპირება და ზიზღი, არამედ იყოს საქმის კეთება, ხალხის გაჭირვებაზე ზრუნვა, დემოგრაფიული და ემიგრაციული პრობლემების მოგვარება, რომელზეც უნდა ზრუნავდეს პრემიერი და არ უნდა ვისმენდეთ მის აბსურდულ განცხადებებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

“ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე” – ლევან სანიკიძე

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...