spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხოლოდ ხელისშეშლით იყო დაკავებული, ხელისუფლებამ...

“ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხოლოდ ხელისშეშლით იყო დაკავებული, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სტატუსის მისაღებად” – კახა კალაძე კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ოპოზიციის მონაწილეობას მიესალმება, თუმცა, ქვეყანა მათი ჩართულობის გარეშეც განაგრძობს წინსვლას:

მინდა, საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო კანდიდატის სტატუსის მინიჭება. განსაკუთრებით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება. ამისთვის ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა. რეფორმები განსახორციელებელია, არ ვიცი ოპოზიცია ამისთვის არის თუ არა მზად, რამდენად მიიღებენ პროცესში მონაწილეობას.

ვნახეთ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხოლოდ ხელისშეშლით იყო დაკავებული და ცდილობდნენ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი თუმცა, ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა.

აღნიშნულ პროცესში თუ ჩაერთვებიან, ამას მხოლოდ მივესალმებით, თუ არა, არც ეგ იქნება პრობლემა, დარჩებიან იქ, სადაც იმყოფებიან, ქვეყანა კი განაგრძობს წინსვლას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

“უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს,...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...