ორშაბათი, ივლისი 7, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაორგანიზაცია "გრეისონის" საკანონმდებლო წინადადება "მიუსაფარი ცხოველისების მჩუქებლებისთვის, მიმკედლებლებისთვის...

ორგანიზაცია “გრეისონის” საკანონმდებლო წინადადება “მიუსაფარი ცხოველისების მჩუქებლებისთვის, მიმკედლებლებისთვის და კერძო თავშესაფრებისთვის შეღავათების დაწესების შესახებ”

ა.წ. 15 დეკემბერს ორგანიზაცია ,,გრეისონიმა“ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლითაც ითხოვს ,,მიუსაფარი ცხოველისების მჩუქებლებისთვის, მიმკედლებლებისთვის და კერძო თავშესაფრებისთვის შეღავათების დაწესებას“:

,,ქვეყანაში გვყავს მოქალაქეები, რომლებიც ცხოველების უსაზღვრო სიყვარულის გამო ნებაყოფლობით ხდებიან მიუსაფარი და ტრამვირებული ცხოველების მიმკედლებლები/შემფარებლები და დროთა განმავლობაში, თავისდაუნებურად ხდებიან მცირე მოცულობის თავშესაფრის მესაკუთრეები. მათ არ აქვთ არანაირი შემოსავალი და შეღავათები. სისტემატიურად უწევთ პირადი ხარჯებით, ხშირ შემთხვევაში საკუთარი ლუკმის და წამლის გაყოფა მიუსაფარი ცხოველებისთვის და ფაქტიურად, ეს ადამიანები გვევლინებიან თანამედროვე საქართველოს იმ გმირებად, რომლებმაც გარკვეულწილად იკისრეს სახელმწიფოს გასაკეთებელი საქმე და საკუთარი ჯანმრთელობისა და პირადი ხარჯის ფონზე დაუღალავად შრომობენ ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად.

სამწუხაროდ, ამ დრომდე მიუსაფარი ცხოველების მშვილებლების, მიმკედლებლების და თავშესაფრებისათვის არანაირი სახის შეღავათები არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან. მმართველი თუ ადგილობრივი ხელისუფლებიდან არ ხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება და მინიმუმ ჯილდოების და საპატიო მოქალაქის წოდებების მინიჭება.

არ არსებობს შეღავათები იმ მოქალაქეების მიმართაც კი, რომლებსაც ნებაყოფლობით აჰყავთ მოსავლელად ადამიანების სისასტიკეს ან ავტოსაგზაო შემთხვევებს გადარჩენილი და დასახიჩრებული ის ცხოველები, რომლებიც სპეციფიკურ მზრუნველობას საჭიროებენ.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არსებობდეს გარკვეული სახის ფინანსური შეღავათები, ევროპული ქვეყნების მსგავსად შეიქმნას ცხოველების სახელმწიფო დაზღვევის სისტემა, დადგინდეს ზღვრული ფასები საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ვეტერინარულ მომსახურებაზე, ხოლო ტრამვირებულ, დასახიჩრებულ ცხოველებზე საგამონაკლისო სახით აიკრძალოს ალიკაპის და საბელის გამოყენება, რადგან მათთან მიმართებაში ეს დაუშვებელია“, – განაცხადა ორგანიზაცია ,,გრეისონმა“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...