spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიComCom: "სილქნეტი" არსებული სიხშირეებით ხარისხიან 5G მომსახურებას ვერ...

ComCom: “სილქნეტი” არსებული სიხშირეებით ხარისხიან 5G მომსახურებას ვერ დანერგავს, რადგან კომპანიას 5G-ის ლიცენზია არ მიუღია

კომპანია „სილქნეტი“ ეფექტიან და ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურეობას ვერ დანერგავს. კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული სერვისი, რომელიც მათივე განცხადებით მხოლოდ თბილისის რამდენიმე უბანს მოიცავს, „სილქნეტისთვის“ წლების წინ მინიჭებული ლიცენზიების ფარგლებში არსებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით ამოქმედდა. 5G ინტერნეტის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა კომპანია „სილქნეტს“ არ მიუღია, აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა” მიიღო და აიღო ვალდებულება აუქციონის პირობების შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით მეხუთე თაობის ტექნოლოგია დანერგოს.

„სილქნეტის“ მიერ შეთავაზებული 5G-ით მომხმარებლები ხარისხიან და ეფექტიან ახალი თაობის ინტერნეტს ვერ მიიღებენ, რადგან მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის, შესაბამისი ოდენობისა და მახასიათებლების მქონე სპექტრული რესურსის გამოყენებაა საჭირო, რომელიც „სილქნეტს“ ამ ეტაპზე არ გააჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ ოპერატორის სარგებლობაში აქამდე არსებული სიხშირული სპექტრის ძირითადი ნაწილი, წინა თაობის მობილური ტექნოლოგიებისთვისაც გამოიყენება. „სილქნეტის“ მომხმარებლებისთვის მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვა, მხოლოდ მობილურ ტელეფონზე 5G ნიშნის გაჩენით იქნება შესამჩნევი, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სხვაობას აბონენტები ვერ იგრძნობენ.

კომუნიკაციების კომისია ყოველთვის მიესალმება და ხელს უწყობს სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რისთვისაც უწყვეტ რეჟიმში, შესაბამის პირობებს ქმნის. სწორედ ამიტომ, კომისიამ არაერთხელ გამოთქვა წუხილი, იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, „სელფი მობაილის“ გარდა სხვა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო 5G აუქციონში მონაწილეობა, ვინაიდან, სწორედ ამ გზით, „სილქნეტს“ ექნებოდა რეალური შესაძლებლობა, დაენერგა ხარისხიანი და სრულფასოვანი 5G ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...