ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებისაბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადულის" გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საბავშვო ლიტერატურული პრემია “ნაკადულის” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ვაკის მედიათეკაში საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა ოთხი ნომინაციაში:

საუკეთესო პროზაული წიგნი: „ბებე – მაწანწალების უფლისწული“ – ავტორი თამრი ფხაკაძე (გამომცემლობა„პალიტრა L“);

საუკეთესო პოეტური წიგნი: „კარგად ყოფნის წესები“ – ავტორი თუთა ჯგუშია (გამომცემლობა „პალიტრა L“);

საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი: „ნახევარქათამა“ – ილუსტრატორი ვარლამ ჯმუხაძე (გამომცემლობა „არტანუჯი“);

საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი: „ბახტრიონი“ – ავტორი ნინო სადღობელაშვილი (გამომცემლობა „არტანუჯი“).

თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებული პრემია „ნაკადულის“ ორგანიზატორია თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა.

მისი თქმით, თბილისის მერია გააგრძელებს პრემია „ნაკადულის“ მხარდაჭერას.

საბავშვო საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროექტების მხარდაჭერა იყო და იქნება თბილისის მერიის პრიორიტეტი. პრემია „ნაკადული“ ნელ-ნელა სულ უფრო იმკვიდრებს ამ პრიორიტეტების ერთ-ერთი გამწევი ძალის, ერთგვარი შემაჯამებლის სახელს. უდავოა, რომ მსგავსი პროექტები აუცილებელია წიგნიერების დონის ამაღლებისა და ბავშვების კითხვით დასაინტერესებლად, ამიტომ კვლავ გავაგრძელებთ პრემიის მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ის უფრო მასშტაბური გახდება. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და ვუსურვებ შემოქმედებით წარმატებას“, – განაცხადა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გვილავამ.

აღსანიშნავია, რომ პრემია „ნაკადული“, იუნესკოს პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, 2021 წელს დაარსდა.

პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება. ჟურნალი 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.

მოხარული ვარ, რომ იუნესკოს პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსებული ლიტერატურული პრემია ასე წარმატებით აგრძელებს თავის გზას. უკვე მესამე წელია, რაც „ნაკადული“ საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებებს და ილუსტრირებულ გამოცემებს გამოარჩევს, რაც ამ მიმართულებით მომუშავე ავტორებისთვის უდიდესი მხარდაჭერა და სტიმულია. ვულოცავ გამარჯვებულებს, პატარა მკითხველს კი ახლა თავგადასავლებს ვუსურვებ“, – განაცხადა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ილუსტრატორი თაკო ბაქრაძე, მწერალი დიანა ანფიმიადი, მწერალი თეა თოფურია, განათლების ექსპერტი გიორგი ჭანტურია და 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ნინო ფსუტური.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩა N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“ივანიშვილმა რომ თქვა, წავალ და ოპოზიციაც მე ვიქნებიო, მაგ რეალობაში ვართ” – ზაზა ბიბილაშვილი

"ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს...