სამშაბათი, ივლისი 8, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვულოცავ მთელ საქართველოს, ქართველ ხალხს - პირველ რიგში,...

“ვულოცავ მთელ საქართველოს, ქართველ ხალხს – პირველ რიგში, ეს თქვენი, ქართველი ხალხის დამსახურებაა” – გიორგი ვაშაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე განცხადებას აკეთებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით:

,,მოგესალმებით მეგობრებო და გილოცავთ – საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა!

ვულოცავ მთელ საქართველოს, ქართველ ხალხს – პირველ რიგში, ეს თქვენი, ქართველი ხალხის დამსახურებაა. სრულიად ევროპამ, ევროპელმა ლიდერებმა შეისმინეს თქვენი ხმა და მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი.

მეგობრებო, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს არის ჩვენი წინაპრების გამარჯვება, ეს არის ილიას გამარჯვება, ეროვნული მოძრაობის ლიდერების – ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გამარჯვება, ეს არის მიშას იდეის გამარჯვება და პირველ რიგში, ეს არის იმ ახალგაზრდების გამარჯვება, რომლებიც დაუპირისპირდნენ ,,რუსულ კანონს” და წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის მიუხედავად გაიტანეს გამარჯვების გოლი.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს ადამიანები, ვინც კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასს ადარებდა და ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს კანდიდატის სტატუსს, ზეიმობს დღევანდელ დღეს. ეს არის ხალხო თქვენი გამარჯვება.

მინდა მივულოცო მოლდოვასა და უკრაინას, რომ მათ დაიწყეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკება. რომ არა ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა, ჩვენც მათთან ერთად უკვე დავიწყებდით კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკებას. მაგრამ ჩვენი გამარჯვება კიდევ წინ არის!

სწორედ ამიტომ, ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, გავატაროთ სწრაფი რეფორმები და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა ღირსეულად ფრიალებდეს მსოფლიო ცივილიზაციასთან ერთად ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშებთან ერთად და ამას აუცილებლად მივაღწევთ!

მადლობა თქვენ! გაუმარჯოს საქართველოს!” , – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...