spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ...

“უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილმა ,,რადიო თავისუფლების” პრაღის ბიუროსთვის ინტერვიუში შეწყალების, იმპიჩმენტისა და უნებართო ვიზიტების შესახებ საუბრობს:

ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენ უარი განაცხადეთ მის [სააკაშვილის] შეწყალებაზე

– უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ. თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე. არამხოლოდ მან, შევარდნაძემაც დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა.

ჟურნალისტის შეკითხვა: პოლარიზაცია საქართველოს პოლიტიკაში კიდევ ერთი საკითხია, რომლის შემცირების აუცილებლობასაც ხაზი გაუსვა ევროკომისიამ და თქვა, რომ მეტი ერთიანობაა საჭირო. როგორია ამჟამად თქვენი ურთიერთობა მთავრობასთან?

– დაბალ ნიშნულზეა, ასე ვიტყოდი. იმპიჩმენტის მცდელობის მერე არსებობს დამოკიდებულება, რომ ისინი პრეზიდენტს აღარ აღიარებენ.
ეს კი ძალიან ართულებს საჭირო ურთიერთობების შენარჩუნებას.
მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა. კიდევ ერთხელ – ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ყველა უნდა მოსწონდეს.

ჟურნალისტის შეკითხვა: რამდენადაც ვიცი, პრაღაში შეხვედრასთან დაკავშირებით, თქვენ მთავრობას აცნობეთ და მათ თანხმობა არ მოუციათ.

– მე მათ ევროპული დედაქალაქების სია გადავეცი, რათა 15 დეკემბრის გადაწყვეტილებამდე, ყველა შესაძლო დახმარების მობილიზაცია მომეხერხებინა. ყველა მათგანზე უარი მითხრეს.

ჟურნალისტის შეკითხვა: დავაზუსტებ, აქ უნებართვოდ ხართ ხო?

– დიახ, დიახ აქ უნებართვოდ ვარ.

ჟურნალისტის შეკითხვა: შეიძლება იმპიჩმენტი გაიმეორონ? რას ფიქრობთ?

არა მიმაჩნია, რომ ამ ტიპის ვიზიტებთან დაკავშირებით, ორმაგი საფრთხე არსებობს, არ მგონია, რომ მათთვისაც კი ამას პოლიტიკური აზრი ჰქონდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე დააკონკრეტა შეწყალებებთან დაკავშირებით მისი პოზიცია:

არ მიმაჩნია კორექტულად, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერმა პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთოს შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს პრეზიდენტის დისკრეციაა და თუ დაიწყებ ერთ რამეზე კომენტირებას, ახსნას, მაშინ ეს გამოდის სხვა ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც ასევე დაპატიმრებულია და ასევე ითხოვს შეწყალებას და მათ არ ჰყავთ მხარდამჭერები, მათ შორის ჟურნალისტები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” –

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...