ორშაბათი, მაისი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიდედაქალაქში ახალი ილუმინაციების მოწყობა სრულდება - კახა კალაძის...

დედაქალაქში ახალი ილუმინაციების მოწყობა სრულდება – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის პროცესი გრძელდება. ახალი ილუმინაციების მოწყობა მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, სადაც ბოლო სამონტაჟო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, დავით ფაჩულიასთან ერთად გაეცნო.

დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მოსახლეობას და სტუმრებს სასიამოვნო სადღესასწაულო დღეები ელის:

საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში. 15 დეკემბერს, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდება. ამავდროულად, საახალწლო ილუმინაციები ჩაირთვება.

მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საღამოს რვა საათზე, სადაც გაიმართება ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებული მომავალი, მშვიდობა და კეთილდღეობა.

გარდა ამისა, 16 დეკემბერს, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე გაიხსნება საახალწლო სოფელი. საზოგადოებას ვპირდებით სასიამოვნო დღეებს. საახალწლო სოფელში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება, წარმოდგენები, კონცერტები. ყველანაირად სასიამოვნო გარემო იქნება. გვესტუმრება თოვლის ბაბუაც, რომელიც თავის სახლში განთავსდება. პატარებს კი ექნებათ შესაძლებლობა, მოინახულონ ის და თავისი სურვილები გაუმხილონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ განთავსებული მთავარი ნაძვის ხეც დაათვალიერა, რომლის კონსტრუქცია, განათებები და აქსესუარებიც ახალია. თბილისის ქუჩებში სადღესასწაულო განათებები, მთავარ ნაძვის ხესთან ერთად 15 დეკემბერს 20:00 საათზე აინთება.

ამ დროისთვის ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი 51 ქუჩასა და გამზირზე დასრულებულია, 10 ქუჩაზე კი საახალწლო აქსესუარები უახლოეს დღეებში დამონტაჟდება.საახალწლო დეკორაციები მოსახლეობას 50-მდე სკვერში დახვდება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...