ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ თბილისი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო" -...

“კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ თბილისი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო” – გიორგი ვაშაძე

,,გამარჯვების პლატფორმის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან შეხვედრის დროს საუბრობს დედაქალაქში არსებულ საცობებსა და თბილისის მერის, კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით:

,,კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ, სამწუხაროდ, თბილისი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. რეალობა არის, რომ გაუთავებელი საცობები, ადამიანები საათობით საცობებში, გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტროში ადგილი არ არის, ავტობუსში ადგილი არ არის, ადამიანები სამსახურში ვერ მიდიან. მართლა გაუსაძლისი გახდა ქალაქში ცხოვრება. ეს მოიტანა იმ ქაოტურმა სატრანსპორტო პოლიტიკამ, რომელიც კალაძემ განახორციელა ქალაქში. ცალსახად ამის ბრალია – უსისტემობა, სპონტანურობა, არასწორი გადაწყვეტილებები, საზოგადოების არ ჩართვა ამ პროცესში და ა.შ.

ჩვენ მისი, ასე ვთქვათ, გამოძახილის მიუხედავად, შევთავაზეთ, რომ მზად ვიყავით მივსულიყავით კალაძესთან შეხვედრაზე, მერიაში და დღესაც მზად ვართ. თუ ის გადაწყვეტს, რომ მართლა უნდა თბილისზე ზრუნვა, მზად ვართ მივიდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იგნორირებაა მისი მხრიდან.

დღეს ექსპერტებთან ერთად წარმოდგენილი იქნება დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მძიმე ვითარებაა თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის და საცობების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს თბილისში მაცხოვრებელი, ვისაც ეს პრობლემა არ ეხება.

ბევრი ტყუილი, რომელიც ვრცელდება, რომ ,,თითქოს 600 ათასი მანქანა ერთდროულად იქოქება”, ეს არის ყალბი ინფორმაცია. საშუალოდ ევროპაში 2-ჯერ მეტია მანქანების რაოდენობა, ვიდრე საქართველოში. ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად კიდევ გაორმაგდება მანქანების რაოდენობა. მერე რას ვშვრებით? გავჩერდეთ საერთოდ?! ესე ვერ იქნება!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

“ის მისწრაფება, რასაც ქართველი ხალხი გამოხატავს ევროკავშირთან დაკავშირებით, არ აღიქმება ოპოზიციის გზად” – ირაკლი...

ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკურ შეფასებას და კონკრეტულ შედარებას...

“ის ახალგაზრდა სოციალისტები, ნამეტნავად ევროპულად რომ ირჯებოდნენ, გახარიას თავისთვინ უნდა?🤔 ვიკითხე, ვიკითხე მხოლოდ😊” –...

საპროტესტო აქციაზე, მარშის დროს, მიხეილ სააკაშვილის ბანერის წინააღმდეგ გამოხატულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...