შაბათი, მაისი 10, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებანანა ტოხვაძე - ჩვენმა საერთო ბრძოლამ შედეგი გამოიღო,...

ნანა ტოხვაძე – ჩვენმა საერთო ბრძოლამ შედეგი გამოიღო, დღეს სისტემას უკან დახევა მოუწია

ჩვენმა საერთო ბრძოლამ შედეგი გამოიღო და რაც მთავარია, დღეს სისტემას უკან დახევა მოუწია, როდესაც საქმე ეხებოდა სამართლიან მოთხოვნას“, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებას, რომ სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსები გაიმართება.

როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, საერთო ბრძოლის შედეგად სისტემამ უკან დაიხია და გაჩნდა შესაძლებლობა, რომ სკოლებს კვალიფიციური კადრები დაუბრუნდნენ.

მისივე თქმით, განათლების სისტემის გაჯანსაღებისთვის სკოლების მმართვის დემოკრატიული პრინციპები აუცილებელია:

ჩვენმა საერთო ბრძოლამ შედეგი გამოიღო და რაც მთავარია, დღეს სისტემას უკან დახევა მოუწია. ორი ადამიანის სამართლიანი ბრძოლა, რომლის უკანაც იდგნენ დაჩაგრული, სისტემისგან პოლიტიკური წნეხით დაწუნებული დირექტორები, მათ შანსი ეძლევათ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ დაინიშნოს კონკურსები და სამართლიანობის პრინციპით აირჩიონ ის ადამიანები, კვალიფიციური კადრები სკოლებში და არა მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის დანიშნული დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლები.

ჩვენი ბრძოლით მივაღწიეთ იმას, რომ მაია ეკალაძისა და დათო ფერაძის დაწყებულმა პროტესტმა, ორი კვირა, სუსხსა და სიცივეში, სადღეღამისო რეჟიმში დგომამ, შედეგი გამოიღო და სისტემას უკან დახევა მოუწია. ბატონმა ამილახვარმა უკან დაიხია, როდესაც საქმე ეხებოდა სამართლიან მოთხოვნას. დემოკრატია, სკოლის მმართველობა და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი, თუ გვინდა, რომ მომავალი გვქონდეს და განათლების სისტემა გაჯანსაღდეს”, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...