ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევა ზუსტად ასახავს უსახლკარო ცხოველების,...

“NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევა ზუსტად ასახავს უსახლკარო ცხოველების, მათი გულშემატკივრებისა თუ ცხოველთმოძულე საზოგადოების განწყობას” – ორგანიზაცია “გრეისონი”

ორგანიზაცია ,,გრეისონი“ ეხმაურება NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებულ საზოგადოების განწყობის კვლევას, სადაც სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად გამოიკვეთა უსახლკარო ცხოველები, ნიშანდობლივ ძაღლების საკითხი, რომელიც ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად იქცა:

,,2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლად არის გაზრდილი. ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68 პროცენტი) აწუხებს, განსაკუთრებით თბილისსა და პატარა ქალაქებში“, – ნათქვამია კივლევაში.

სამწუხაროდ საქართველო, ამ მომენტამდე, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშეა ,,ცხოველთა უფლებების“ და დაურეგულირებელი საკითხების გათვალისწინებით. სახელმწიფოში არ არსებობს ცხოველთა უფლებების დაცვის, მათ შორის, მიუსაფარ ცხოველთა საკითხების მარეგულირებელი უშუალო ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც რეალურად შედეგზე იქნებოდა ორიენტირებული, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში.

პრობლემას წარმოადგენს შინაურ ცხოველთა უკონტროლო გამრავლება, თვითნებური თავშესაფრები და საშენები, ცხოველთა მეპატრონეების მხრიდან რეგისტრაციის სავალდებულო წესის აღსრულების არქონა, ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების დაურეგულირებელი საქმიანობა, ზოომაღაზიების მხრიდან ცხოველთა/ფრინველთა ვაჭრობა, კონტაქტური ზოოპარკი, არასასურველი კომპანიონი ცხოველების მიტოვება, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები, ახალდაბადებული ცხოველების (შთამომავლობის) ნაგავსაყრელზე ან ტრასაზე გადაყრა, დაავადებათა გავრცელება, ანტისანიტარია და ა.შ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ადამიანების მხრიდან გამოვლენილი სისასტიკე, ცხოველების დაუსახლებელ ლოკაციებზე სასიკვდილოდ გადასმა, ნაავარიები ცხოველები და მათი წამების ფაქტები.

საქართველოში ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციისა და ოდენობის შესახებ. 2015 წლის არაზუსტი დათვლით, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა მხოლოდ თბილისში 43 000 იყო, თუმცა მათი დათვლის მეთოლოგიიდან გამომდინარე მოცემული ოდენობა ნაკლებად სარწმუნოა. დღევანდელი მოცემულობიდან მიუსაფარი ცხოველების რიცხობრიობა გაცილებით მეტია.

დედაქალაქისგან განსხვავებით უსახლკარო ცხოველების მდგომარეობა უსერიოზულესი პრობლემაა რეგიონებისათვის, სადაც ცხოველთა ცხოვრება წამების ტოლფასია. თუ დედაქალაქის ცენტრში ცხოველები მეტ-ნაკლებად დაპურებულნი არიან, პერიფერიებში და რეგიონებში მიუსაფარი ცხოველების ყოფიერება ჯოჯოხეთის ტოლფასია, როგორც თავად მათთვის, ასევე მოსახლეობისთვისაც.

ცალკე პრობლემას წარმოადგენს მიუსაფარ ცხოველთა დაავადებათა კონტროლი. აღსანიშნავია ცოფი, რომლის აცრა ცხოველს უნდა ჩაუტარდეს წელიწადში ერთხელ. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს სტატისტიკურ მონაცემთა ბაზები და ცხოველები ვერ მეტყველებენ, როგორც აცრის, ისე სხვა დაავადებების პრევენცია და კონტროლი ვერ ხდება. მიუსაფარი ცხოველის ყურზე არსებული სარჭი არ ნიშნავს იმას, რომ ცხოველი კონკრეტულად წელს არის აცრილი. ცხოველთა დაცვის სააგენტოში ე.წ. სარჭით ინიშნებიან მხოლოდ ძაღლები, თუმცა ცოფის გადამტანი შესაძლოა იყვნენ კატებიც, რომელთა პოპულაციისა და მონიტორინგის შესახებ ფაქტიურად არაფერია ცნობილი.

საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც არაემპათიური დამოკიდებულებით გამოირჩევა მიუსაფარი ცხოველების მიმართ, მათ შორის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებული მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციის არაჰუმანური ქმედებებით, როდესაც ცხოველებს ოპერაციიდან 2-3 საათში აბრუნებენ აყვანის ადგილას და/ან ყრიან ქუჩაში. შედეგად მათ ეხსნებათ ჭრილობები და არიან გაუსაძლის, მომაკვდავ მდგომარეობაში. გაცილებით სავალალო ვითარებაა რეგიონებში, სადაც ნებისმიერ მიუსაფარ ცხოველს ცოცხლად წვავენ ან იქვე არსებული კრემატორიუმის წინ კლავენ შემდგომი დაწვის მიზნით.

შესაბამისად, NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევა ზუსტად ასახავს უსახლკარო ცხოველების, მათი გულშემატკივრებისა თუ ცხოველთმოძულე საზოგადოების განწყობას, რომლის მოგვარება ერთადერთი შესაძლებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით და სრულყოფილი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნით, რომელიც იქნება ცხოველების საკითხების მარეგულირებელი დოკუმენტი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტიკოსების ერთწლიან “სროკებზე” ამხელა დრამები მქრინჯავს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკოსების დაპატიმრების თემას კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი...

“ქ/ოცნებას ერთფეროვნება უნდა – ძალაუფლების ვერტიკალზე აწყობილი და დაპრესილი ერთფეროვნება” – იაგო კაჭკაჭიშვილი

თბილისში გამართული მუსიკალური ფესტივალის პოლიტიკურ ხასიათზე საუბრობს სოციოლოდიის დოქტორი...

“ხელისუფალმა უკვე გადალახა ის ზღვარი, როდესაც მისი მიზანი ფული და ძალაუფლება იყო” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, კონკრეტული მინიშნებებით, მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“როგორ შეიძლება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეს”...

თბილისის მერმა მედიასთან მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

“ხელისუფალმა უკვე გადალახა ის ზღვარი, როდესაც მისი მიზანი ფული და ძალაუფლება იყო” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, კონკრეტული მინიშნებებით, მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“ზურა ჯაფარიძე დააკავეს‼️ კაცია – კაცად შევა ციხეში და კაცად გამოვა ‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება "გირჩი...

“ჩერგო ვერ გაქაჩავს, ვერც სალომე – ნუ შეიქმნით ყალბ მოლოდინებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "წინააღმდეგობის პლატფორმის" მიერ...