spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემი მიზანი არის მარტივი, რომ ერთხელ და სამუდამოდ,...

“ჩემი მიზანი არის მარტივი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში შეიქმნას ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც შეუძლებელს ხდის ნებისმიერი ფორმის პარტიული ან ინდივიდუალური ლიდერობისთვის ძალაუფლების სრულ უზურპაციას” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია youtube-ის საკუთარ პლატფორმაზე ვრცელ ინტერვიუში საუბრობს 2024 საპარლამენტო არჩვენებთან დაკავშირებით:

,,მე მკაფიოდ ვიცი, რისთვის ვიბრძვი. მე არ მაქვს მიზნად რაიმე თანამდებობა. ჩემი მიზანი არის მარტივი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში შეიქმნას ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც შეუძლებელს ხდის ნებისმიერი ფორმის პარტიული ან ინდივიდუალური ლიდერობისთვის ძალაუფლების სრულ უზურპაციას და ქვეყანაში შევქმნათ მექანიზმი, რომელიც გარდაუვალს ქმნის ძალაუფლებისა და ხელისუფლების ცვალებადობას არჩევნებით.

2024 წელს ქვეყანას, მთელი ისტორიის მანძილზე, პირველად ექნება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რაც არის შესაძლებლობა – ეს ერთი. მეორე – კონსტიტუციით საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკა და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთმანეთს ემთხვევა. ნებისმიერი, მეტ-ნაკლებად ნორმალური არჩევნების პირობებში, საპარლამენტო კომპოზიცია იქნება ისეთი, რომ ქართველი პოლიტიკოსები იძულებულები იქნებიან კომპრომისი ისწავლონ. სხვანაირად, უბრალოდ ქვეყანას დაანგრევენ ან უნდა მოახდინონ საპრეზიდენტო სისტემისთვის მისაღები ძალაუფლების უზურპაცია საპარლამენტო სისტემაში, რაც იქნება აბსოლუტურად წარმოუდგენელი და თვალხილული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეცდომას აღარ დაუშვებენ, დარწმუნებული ვარ, შემდეგ არჩევნებში თავის წინა შეცდომას გამოასწორებენ.

კიდევ ერთი რამ, რაც პირველად ხდება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლება მიდის მე-4 ვადით არჩევნებზე – ერთპიროვნული სრულად გამარჯვების, მთავრობის სრული კონტროლის ამბიციით.

და ბოლოს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ხალხის ბოლო 30 წლის კონსესუსს, ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით, ევროპის მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“ვინმე კიდევ ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა მშვიდობაა???” – მარიკა არევაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს  “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, უფლებადამცველი მარიკა...

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ირაკლი კობახიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...