spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილის გამოშვება ქვეყნის პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციას გამოიწვევს"...

“მიხეილ სააკაშვილის გამოშვება ქვეყნის პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციას გამოიწვევს” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია youtube-ის საკუთარ პლატფორმაზე ვრცელ ინტერვიუში საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პატიმრობის საკითხსა და მიხეილ სააკაშვილის როლზე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში:

,,არანაირი კავშირი მიშა სააკაშვილის პატიმრობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: თუმცა, არიან ცალკეული დეპუტატები, რომლებიც რაღაცებს ამბობებ.

ცალკეული დეპუტატები ბევრგან არიან, მათ შორის, საქართველოშიც, რომლებიც იძახიან ,,გამოუშვით მიშა სააკაშვილი“.

საერთო ჯამში, ნებისმიერი ქვეყნისთვის პრეზიდენტის პატიმრობა ყოველთვის რეპუტაციული პრობლემაა, მაგრამ რეპუტაციული პრობლემაა, როდესაც პრეზიდენტი მოქალაქეობას იცვლის და სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ კარიერას აგრძელებს. რეპუტაციული პრობლემაა, როდესაც ამ პრეზიდენტის პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ,,გამოუშვით, არა და ვერ მიიღებთ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ევროპულ პერსპექტივას“. ასევე, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ ,,თურმე მიშა სააკაშვილის გამოშვება შეიძლება დეპოლარიზაციის მიზნით“, პირიქით იქნება – მთელი პრობლემაა იმაში, რომ სააკაშვილის გამოშვება ქვეყნის პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციას გამოიწვევს.

ამიტომ ჩვენი ჰუმანიტარული პოზიციის მიუხედავად, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლება, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მისი დისკრეციული უფლებაა, მე არანაირი უფლება არ მაქვს მას რაიმე ამაში ვურჩიო, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ პროცესზე მას არანაირი პოზიტიური, პირიქით – ნეგატიური ზეგავლენა ექნება.

უფრო მეტსაც გეტყვით, მე ვერ ვხვდები რა ახსნა აქვს, ან რით ხელმძღვანელობს დღევანდელი ხელისუფლება, როდესაც მიშა სააკაშვილს აძლევს უფლებას, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანია აწარმოოს სასამართლო დარბაზიდან. ფაქტობრივად, პოლიტიკური პარტია სასამართლო დარბაზიდან მართოს, ადამიანმა, რომელიც საქართველოს მოქალაქე საერთოდ არ არის.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ჰუმანიტარული საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანას შეეფერება. მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლება უნდა იყოს დაცული ყველაგან – საავადმყოფოშიც და სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც. თუ ეს ადამიანი ჯანმრთელია, მაშინ გადაიყვანეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თუ არ არის ჯანმრთელი და მას მკურნალობთ, მაშინ აგვიხსენით, როგორ აძლევთ მას შესაძლებლობას სასამართლო დარბაზიდან პოლიტიკური კამპანია აწარმოოს?!“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართული პოლიტიკური კლასიკაა: ბოლოს დამნაშავე, ალბათ, ის აღმოჩნდება, ვისაც მოხსნიან” – რომან გოცირიძე

საქართველოში ელექტროენერგიის 2-ჯერ მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით სემეკის განმარტებებს კონკრეტული...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...