spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის ქართული პოლიტიკის მთავარი პარადოქსი - რაც...

“ეს არის ქართული პოლიტიკის მთავარი პარადოქსი – რაც ყოფს ამ ორ “სამკვდრო-სასიცოცხლოდ” გადაკიდებულ ორგანიზაციას, იგივე აერთიანებს საერთო მიზნის ირგვლივ” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი კონკრეტულ შეფასება-შედარებებს და მინიშნებებს აკეთებს ქვეყნის ორ ყველაზე დიდ პარტიასთან – “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით:

როდესაც შიდა პარტიულ დისკუსიაში მთავარი არგუმენტი ხდება არა პოლიტიკური სტრატეგიის და ტაქტიკის სისწორე, არამედ ბელადის ერთგულება, პარტია იქცევა მონოთეისტურ რელიგიურ ორგანიზაციად, სექტად, ხოლო მისი მხარდამჭერები მრევლად.

სწორედ ამიტომ არის “ქართული ოცნების” და “ნაც. მოძრაობის” შერკინება, ბრძოლა “ჭეშმარიტი მესიის” გამოსავლენად, რასაც პოლიტიკურ პროცესთან არანაირი კავშირი არა აქვს, თუმცა მყვირალა, აგრესიული ქცევით ახდენენ ამ სივრცის სრულ მონოპოლიზებას.

ყველა, ვინც ამ ბრძოლის მიღმა რჩება, ორივე მხრიდან ცხადდება “ათეისტად და ანათემას გადაეცემა”…

ეს არის ქართული პოლიტიკის მთავარი პარადოქსი – რაც ყოფს ამ ორ “სამკვდრო-სასიცოცხლოდ” გადაკიდებულ ორგანიზაციას, იგივე აერთიანებს საერთო მიზნის ირგვლივ – აქციონ პოლიტიკა არა ცივი გონებით, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობად, არამედ შეურიგებელ, სასტიკ “საღვთო ომად”, რომელიც არასოდეს მთავრდება და მხოლოდ საზოგადოებრივი დეგრადაციისკენ მივყავართ…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...