პარასკევი, აპრილი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბები2023 წელს, აჭარა 30-მდე ტურისტულ გამოფენასა და საერთაშორისო...

2023 წელს, აჭარა 30-მდე ტურისტულ გამოფენასა და საერთაშორისო ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი

წელს, აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს 30-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე გაეცნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა, როგორებიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანის, დუბაის, პარიზის, ბარსელონას, პრაღის, ვენის, ბუდაპეშტის გამოფენები. გარდა გამოფენებში მონაწილეობისა, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა პრეზენტაციები, მიღებები და სპეციალური საღამოები სკანდინავიის ქვეყნებში, უნგრეთსა და ისრაელში.

დეპარტამენტმა ნოემბრის განმავლობაში, აჭარის ტურისტული პროდუქტების, სერვისებისა და მიმართულებების პოპულარიზაცია ბარსელონას, ვარშავისა და ტაშკენტის ტურისტულ გამოფენებზე განახორციელა. ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხევდრები ტურისტული და სარეკლამო სააგენტოების, მედიის წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან. მათთან თანამშრომლობით, უწყება 2024 წელს, აჭარაში პრეს და ინფოტურების ორგანიზებას გეგმავს, რის ფარგლებშიც მომზადდება ტურისტული პაკეტები, დაიწერება სტატიები, ბლოგები და გაკეთდება სიუჟეტები, გადაცემები აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო ღონისძიებებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მოანაწილეობდა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან...