შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ბატონო კახა ნგრევა მარტივია?! აშენებულ სახლებს კი არ...

“ბატონო კახა ნგრევა მარტივია?! აშენებულ სახლებს კი არ უნდა ანგრევდნენ, სანამ აშენდება, მანამდე უნდა გააკონტროლონ” – თეონა ჭალიძე

ნგრევა მარტივია?! აშენებულ სახლებს კი არ უნდა ანგრევდნენ, სანამ აშენდება, მანამდე უნდა გააკონტროლონ”, – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიის მიერ 33 ოჯახისთვის სახლის დანგრევას.

ჭალიძე უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ქირის უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვას მოითხოვს და ამბობს, რომ რეგულაციები მხოლოდ გაჭირვებულ ხალხს არ უნდა ეხებოდეს:

აფრიკის დასახლებაში, მერიის ,,ღამის ნგრევის სპეცოპერაციის“ შესახებ გავიგე, როცა დამირეკა შეშინებულმა ორსულმა ქალმა, რომელიც ნაგავსაყრელზე ცხოვრობს მსგავსად აფრიკაში მცხოვრები იმ 33 ოჯახისა, რომლებსაც მერიამ შუაღამეს სახლები დაუნგრია.

მინდა ვკითხო თბილისის მერს: ბატონო კახა ნგრევა მარტივია?! ვთანხმდებით, რომ უნებართვოდ სახლები არ უნდა შენდებოდეს არავის მიერ. ეს აკრძალვა მხოლოდ გაჭირვებულ ხალხს არ უნდა ეხებოდეს. მერიას კი იმიტომ ჰყავს იმხელა ზედამხედველობის სამსახური, სადაც რამდენიმე ასეული თანამშრომელია დასაქმებული, რომ აშენებულ სახლებს კიარ ანგრევდნენ, სანამ აშენდება მანამდე გააკონტროლონ მონიტორინგის შედეგად.

ახლა რაც შეეხება იმ ოჯახებს, ვისაც ასე უგულოდ და ბედის ანაბარა ტოვებენ ღია ცის ქვეშ ამ სიცივეში – წინასაახალწლო საჩუქარია ეს იქ მცხოვრები ბავშვებისთვის?! მერიამ უნდა უზრუნველყოს იმ ოჯახებისთვის ქირის გადახდა ან სოციალურ საცხოვრისში გადაყვანა, ვისაც აქვს უსახლკაროს სტატუსი, ვისაც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი და ეს სტატუსები მათ შევახსენებ, რომ მინიჭებული აქვთ სწორედ სახელმწიფოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე.

თუ ამ სტატუსების ქონას შესაბამისი მხარდაჭერა არ მოჰყვება მერიის თუ სხვა უწყებების მხრიდან, მაშ რა ფუნქცია აქვს ამ სტატუსის აღმნიშვნელ ფარატინა ფურცლებს?

მოვითხოვ, რომ ყველა ოჯახი, რომელსაც აქვს უსახლკაროს სტატუსი და სოციალურად დაუცველის სტატუსი, ჩართული იყოს ბინის ქირის უზრუნველყოფის პროგრამაში ან/და შეთავაზებულ იქნას სოციალურ საცხოვრისში გადაყვანა”, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“ჩემ დროს საქართველო გადაიქცა მნიშვნელოვან საერთაშორისო მოთამაშედ” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საქართველოს...

“ვა, რა მაგარია, ბესელია ებრძვის კორუფციას!!! ნეტავ, რატომაა ასე მოწყობილი ქართული საზოგადოება?!” – ბეჟან...

ბეჟან ჯავახიას ირონიანარევი პოზიცია ეკა ბესელიასთან მიმართებაში: "ვა, რა მაგარია,...

“საინტერესოა კობახიძის და ივანიშვილის შერკინება როდის მოხდება და ვის სასარგებლოდ?” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია, "ქართული ოცნების" პირველ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...