სამშაბათი, მაისი 13, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს "ოცნება" სწორედ კორუფციული სქემებით ინარჩუნებს ხელისუფლებას და...

“დღეს “ოცნება” სწორედ კორუფციული სქემებით ინარჩუნებს ხელისუფლებას და ახდენს საარჩევნო მიზნებისთვის შავი ყულაბის, ე.წ. “შავი ფულის” მობილიზებას” – ანა ბუჩუკური

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს მმართველი პარტიის კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით და კონკრეტულ შემთხვევებზე ამახვილებს ყურადღებას:

,,საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, როგორ გადაეფარა ,,ოცნების” ხელისუფლება კორუფციისთვის სანქცირებულ, სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს.

ღარიბაშვილის ჩარტერის და ცოლისთვის, შემდგომ სიდედრისთვის ტყის ჩუქების საქმე;

მოსკოვთან პირდაპირი ფრენების ერთ-ერთ ინიციატორ თამაზ გაიაშვილთან, რომელსაც, სხვათაშორის, გიორგი გახარიამ თავის დროზე, Covid-პანდემიის დროს, საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრების უფლება არ მისცა, მთავრობა კორუფციული გარიგებებით არის შეზრდილი.
ამის დასტურია ,,აირზენასთვის” დავალიანების ჩამოწერა. ამ ყველაფრით, როგორც ჩანს, ბატონ გაიაშვილს მთავრობა ვალს უხდის, რომ ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო ბორტის პირადი მიზნებისთვის გამოყენების ფაქტი დამალოს, ხელი დააფაროს.

შემდეგი, კობახიძე-კალაძის დაჯგუფების გმირობები – კერძოდ, ვაკის პარკის ტრაგედია, რომელიც ყველას ძალიან მძიმედ გვახსოვს. წელიწადზე მეტია გასული ამ უმძიმესი ფაქტიდან, მაგრამ ასევე, ვხედავთ, რომ კორუფციისთვის, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეში ძალიან ზედაპირზე ჩანდა, პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

დღეს ,,ოცნება” სწორედ ამ კორუფციული სქემებით ინარჩუნებს ხელისუფლებას და ახდენს საარჩევნო მიზნებისთვის შავი ყულაბის, ე.წ ,,შავი ფულის” მობილიზებას“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვანსს

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ღია წერილით მიმართავს ამერიკის შტატების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...