ორშაბათი, ივლისი 7, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟის შესახებ: ტყუილია, რომ...

კახა კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟის შესახებ: ტყუილია, რომ იქ ვინმე ცხოვრობდა

არსებობენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებენ ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ ამას დაუკანონებენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მოხდა და იქ არავინ ცხოვრობდა.

ტყუილია, რომ აქ ვინმე ცხოვრობდა. ამ ნაგებობების მშენებლობა დაწყებული იყო რამდენიმე კვირის წინ. ახლა კი, მათი დემონტაჟი მოხდა. ეს არის სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. არსებობენ გარკვეული თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებს ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ დაუკანონებენ. ამაში ფულს სძალავენ. ეს არის დიდი ტყუილი. არაერთი განცხადება გამიკეთებია ამ თემაზე და კიდევ ერთხელ მივმართავ საზოგადოებას, რომ შეცდომაში ნუ შეხვალთ და უკანონობა არ გააკეთოთ.

ჩვენ გვაქვს არაერთი პროგრამა, რომლითაც მოქალაქეებს ვეხმარებით. თუ ადამიანს საცხოვრებელი არ აქვს, ქირით გაგვყავს ან უსახლკარო ოჯახებს მუნიციპალურ საცხოვრებელ სახლებს გადავცემთ. მე საზოგადოებას ისიც არაერთხელ ვაჩვენე, თუ ვინ დგას მსგავსი ქმედებების უკან – ადამიანები, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები თბილისშიც აქვთ და რეგიონებშიც. ასევე, თუ ვიღაცას თბილისში საცხოვრებელი არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერია მას ბინას უყიდის. ეს დამოკიდებულება არასწორია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...