2019 წლის 20 ივნისს ე.წ. ,,გავრილოვის ღამეს”, აქციის დაშლის დროს, დაზარალებულმა აქტივისტმა, მაკო გომურმა, რომელმაც დარბევის შედეგად თვალი დაკარგა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ:
,,ზლაზვნით და ტაატით დაიწყეს თავის დროზე გამოძიება, არ სურდათ გამოძიების წარმოება. ჩვენ შემდეგ ვხედავდით, როგორ შეფერხებით მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი.
ფაქტიურად, იმის ნაცვლად, რომ სიმართლისთვის ნათელი მოეფინათ, სინამდვილეში – ხელის დაფარება ხდებოდა, როგორც პასუხისმგებელი, ხელმძღვანელი პირებისთვის, ისე უშუალოდ ამ უკანონო ბრძანების აღმასრულებლისთვის“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ინფორმაციისათვის: მაკო გომური, თავის სარჩელში, ყურადღებას ამახვილებს აქციების დაშლის დროს სპეციალური საშუალებების გამოყენებისთვის დღეისათვის მოქმედ ნორმებს, რასაც ადამიანისათვის საფრთხისშემცველად მიიჩნევს. დაზარალებული მოითხოვ, რომ გაუქმდეს “პოლიციის შესახებ” კანონის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების ის ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს რეზინის ტყვიის გამოყენებას უფლებამოსილებას სათანადო გარანტიების გარეშე ანიჭებს.