პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით:
,,ეს არის ჩვეულებრივი დემაგოგია, როდესაც, მითუმეტეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასეთ ზოგად და არაფრისმთქმელ განაცხადებას აკეთებს. თურმე ამ ეკონონიკურ წინსვლაში ქართული კომპანიები იღებენ მონაწილეობას. ზოგი მშენებლობაშია ჩართული, ზოგი სოფლის მეურნეობაში, ზოგი მრეწველობის, ტურიზმისა თუ სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობებშია ჩაბმული.
ამიტომ, ახლა ამას ვერ იტანენ და ამაზეა დიდი შეტევა გაჩაღებული. 20-25 ოჯახი… იქნებ 40-45 ოჯახია? აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ჩვენი ოპოზიციის ბუნებას.
ის, რომ საქართველოში ყველა ადამიანი ყველას იცნობს, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ერთმანეთთან არიან მანკიერი წრით შეკრულები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ინფორმაციისთვის: გიორგი გახარიამ ერთ-ერთ ბოლო კომენტარში აღნიშნა, რომ “ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის. სულ ზეპირად ვიცი, ვისი! ზუსტად ვიცი, ვისია ეს, რაც იზრდება. ეს ყველაფერი მიდის 20-25… იმიტომ არის, რომ ვიღაცა ძალიან მდიდრდება, ვიღაცა ქვეყნიდან გარბის“.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი