ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
12 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს რაღაც საშინელი რამ გვჭირს ხოლმე, როდესაც ჩვენით...

“ეს რაღაც საშინელი რამ გვჭირს ხოლმე, როდესაც ჩვენით ვტენით ხელისუფლებებს განუზომელ ძალაუფლებებს” – არჩილ გამზარდია

ხელისუფლებებს ჩვენზე ძალადობის და ჩვენი კონტროლის უფლებები კი არ უნდა დავუმატოთ, უნდა შევუმციროთ“, – კონკრეტულ მაგალითზე აქცენტით თავის პრინციპულ პოზიციას აფიქსირებს ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია:

ფეისბუქზე ვრცელდება პეტიცია პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა პათოსს ვეთანხმებოდე, ვერაფრით ვიქნები მომხრე, ხელისუფლებას აკრძალვების უფლება და ძალაუფლებრივი ძალადობები გავუძლიერო.

მსგავსი მოწადინებებით ჩვენ ხელისუფლებებს მხოლოდ ვუძლიერებთ ჩვენზე ძალადობის უფლებებსა და შესაძლებლობებს და ჯამში, ყოველთვის ჩვენ გვიტრიალდება ცუდად.

ხელისუფლებებს ჩვენზე ძალადობის და ჩვენი კონტროლის უფლებები კი არ უნდა დავუმატოთ, უნდა შევუმციროთ და პირიქით, წავართვათ ხოლმე ჩვენზე ძალადობის უფლება.

ეს რაღაც საშინელი რამ გვჭირს ხოლმე, როდესაც ჩვენით ვტენით ხელისუფლებებს განუზომელ ძალაუფლებებს და ჩვენით ვართმევთ უფლებებს საკუთარ თავს, რასაც ვალდებულების თვითგანცდის დეფიციტი ქმნის.

ნუ დავამონებთ თავს ხელისუფლებებს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე არჩილ გამზარდია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

“ქართული ოცნება” სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება რომ მისი დასასრული ახლოვდება – პაპუნა ჯანელიძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი,...

“რა ბელორუსი?! – კადიროვის ჩეჩნეთია” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...