შაბათი, აპრილი 12, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თბილისში პირველადი...

ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თბილისში პირველადი ჯანდაცვის 3 დაწესებულება “მორიგე” რეჟიმში იმუშავებს

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის ინფორმირებას ახდენს სეზონური გრიპის მკურნალობასთან დაკავშირებით და პაციენტთათვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თბილისში პირველადი ჯანდაცვის 3 დაწესებულების „მორიგე“ რეჟიმში მუშაობას უზრუნველყოფს:

სეზონური გრიპის შემთხვევათა სწორი მართვის, შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფისა და პაციენტთათვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თბილისში პირველადი ჯანდაცვის 3 დაწესებულება „მორიგე“ რეჟიმში იმუშავებს

პაციენტებს დილის 10 საათიდან 22 საათამდე, ხოლო შაბათ დღეს 10 საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურებიან შემდეგი დაწესებულებები:
 „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ – წინამძღვრიშვილის ქ. N57;
– „მედკაპიტალი“ – გლდანის ფილიალი – გლდანი, გამარჯვების ქ. 1 (ი. ვეკუას ქ. 18)
– „მედკაპიტალი“ – ვარკეთილის ფილიალი – ისანი-სამგორის რაიონი, მოსკოვის გამზ. 4 კვ. 3 კორპ.

აღნიშნულ კლინიკებში პაციენტთა სატელეფონო კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართეთ თქვენს ოჯახის ექიმს, კლინიკაში, სადაც ხართ დარეგისტრირებული, ამასთან, 18:00 საათიდან სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად შეგიძლიათ მიმართოთ „მორიგე“ რეჟიმზე მყოფ კლინიკებს.

სამინისტრო ასევე ავრცელებს მნიშვნელოვან ინფორმაციას სეზონური გრიპის მკურნალობისა და გრიპის გავრცელების მართვისთვის საჭირო მედიკამენტით სახელმწიფოს მიერ შემდეგი ბენეფიციარების უზრუნველყოფის თაობაზე:

  • ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (100 000 ქულამდე), მედიკამენტს ტამიფლუს (იგივე „ოსელტამივირი”) უფასოდ მიიღებენ.

ექიმის დანიშნულებით მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.

  • მედიკამენტის მიღებისთვის აუცილებელია რეცეპტისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა) წარდგენა.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უწყინარი” ნაძირალა ქალი – ლევან ხაბეიშვილი ნინო წილოსანზე

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“ჩვენს ოფიციალურ პირებს უსამართლო სანქციებს უწესებენ “მეგობრებად” მიჩნეული ქვეყნები” – ზაალ ანჯაფარიძე

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს მწვავედ ეხმაურება ანალიტიკოსი...

“მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვოცნებობდი ამას…” – ზაზა სარალიძე: “დათუნა სარალიძის განცდები”

შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უზომო ტკივილით აღსავსე ემოციები...: "დათუნა სარალიძის...