პარასკევი, მაისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"წაიკითხე კახი, წაიკითხე ბიჭო რა დაწერა იმ კომპანიამ"...

“წაიკითხე კახი, წაიკითხე ბიჭო რა დაწერა იმ კომპანიამ” – გიორგი ვაშაძე საცობებთან დაკავშირებით

,,გამარჯვების პლატფორმის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე ,,პალიტრანიუსის” ეთერში მწვავე კომენტარს აკეთებს თბილისში შექმნილ პრობლემებთან, საცობებთან დაკავშირებით, რის გამოც მწვავე შეფასებებს აკეთებს თბილისის მერ კახა კალაძესთან მიმართებაში:

,,კალაძის ამ გაუდაბურებულმა გზებმა ისეთ დღეში ჩაგვაგდეს, რომ მერე საერთოდ ვერ გავივლით.

,,სისტრა” ხომ დაიქირავეს? იცით თქვენ რომ მას უწერია, ,,სადაც 1 სამანქანო გზა რჩება, იქ თურმე ,,Bus Line”-ს გაკეთება არ შეიძლება”. უწერიათ – ანუ ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე, წერეთელზე რასაც აკეთებენ, პირდაპირ უწერია იმ ,,სისტრას”, რომ ,,ასე არ შეიძლება გაკეთება“, მაგრამ ის მაინც აკეთებს. იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ფეხბურთში ხო ბოლოს თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ 2 გოლი [საკუთარ] კარში გაიტანა და მე მგონი, წერა-კითხვაც არ იცის.

წაიკითხე კახი, წაიკითხე ბიჭო რა დაწერა იმ კომპანიამ.

მე წავიკითხე, სხვებმაც წაიკითხეს, შენც წაიკითხე. რთულია წაკითხვა?! თუ კითხვა არ იცი, გვერდზე დაიყენე, ბევრი ასისტენტი გყავს, წააკითხე, მოუსმინე. ხო შეიძლება, რომ ამ ადამიანმა მართლა არ გააუბედუროს ეს ქვეყანა?!

საცობებმა შეჭამა ეს ქალაქი. ,,გადაჯექი ავტობუსშიო” – ავტობუსში ადგილი არ არის, ,,გადაჯექი მეტროში” – მეტროში ადგილი არ არის. გეკითხებით ახლა, ეს ცხოვრებაა?! კატასტროფაა!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...