პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სწორედ მასზე არის საუბარი, როდესაც დეოლიგარქიზაციას გვთხოვს ჩვენ...

“სწორედ მასზე არის საუბარი, როდესაც დეოლიგარქიზაციას გვთხოვს ჩვენ ევროკავშირი” – სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ,,ლელოს” პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ევროპულ მედიაგამოცემა ,,პოლიტიკოს” მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით, სადაც სიაში ასევე მოხვდა ბიძინა ივანიშვილი:

,,პირველად ხდება, რომ საქართველოს წარმომადგენელი ხვდება იმ ადამიანების სიაში, რომლებიც ხელს უშლიან ევროკავშირის სტრატეგიული ამოცანების განხორციელებას და უპირისპირდებიან ევროკავშირის პოლიტიკას.

ამით მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკვე არის ნათქვამი, მათ შორის ის, თუ ვის გულისხმობს ევროკავშირი, როდესაც საუბრობს დეოლიგარქიზაციაზე ჩვენს ქვეყანაში.

სწორედ რუსი ოლიგარქი, რომელსაც დღეს მიტაცებული აქვს სახელმწიფო, ჩვენს ქვეყანაში და ცდილობს, რომ საკუთარი გავლენა გამოიყენოს რუსეთის სასარგებლოდ და ევროკავშირის და ქართველი ხალხის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ, სწორედ მასზე არის საუბარი, როდესაც დეოლიგარქიზაციას გვთხოვს ჩვენ ევროკავშირი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის: ევროპულ გამოცემა Politiko-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ამრევების (disrupters – ადამიანები, რომლებიც ვითარებას უარესობისკენ მოულოდნელად ცვლიან) სიაში ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა, იგი ჩამონათვალში მე-8 ადგილს იკავებს და მას Politiko ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელსაც სურს საქართველო რუსეთისკენ წაიყვანოს.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

“ამათ მართლაც მონობა თავისუფლება ჰგონიათ, მთავარია წინ სალაფავს ხედავდნენ!” – ბეჟან ჯავახია მმართველ გუნდთან...

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...